Posts

დღე მე-8.                ვისწავლე როგორ შევუწყვე ხელი მოსწავლეებს, რომ გახდნენ თვითრეგულირებადი, როგორ განვასხვავო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. ეს დამეხმარება შევქმნა ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებლობას.
  დღე მე-7.            ვისწავლე როგორ  შევაფასო მოსწავლის ნაშრომი, როგორ ჩავრთო ისინი შეფასების პროცესში და როგორ გამოვიყენო შეფასების ინსტრუმენტები:გეგმები, ჩეკლისტები და რუბრიკები. შეფასების პროცესში მოსწავლეც უნდა იყოს ჩართული და მოახდინოს თანატოლებისათვის უკუკავშირი. ეს დამეხმარება სწორად დავგეგმო მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და სწორად შევაფასო მათი ნაშრომი.

დღე მე-6

გავეცანი საასწავლო მიზნის შესაბამისი მეთოდებსა და ინსტრუმენტების შერჩევას, რაც დამეხმარება როგორ დავგეგმო მოსწავლის ნაშრომი და რა მოთხოვნები უნდა მქონდეს მასთან დაკავშირებით.

დღე მე-5

გავეცანი საავტორო უფელებების გამოყენებას. მე და ჩემმა კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები საკუთარი პროექტების შესახებ და მივეცით უკუ კავშირი. ეს მე დამეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში

დღე მე-4

      ეს დღე მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემ ცხოვრებაში. გავეცანი შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. ვისწავლე როგორ გამოვიყენო თითეული მათგანი პროექტის განხორციელებაში. ტრენინგზე ვისმჯელეთ სწავლების პროცესის შეფასებაზე .განვიხილიეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი კრიტერიუმები და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.
დავიწყეთ პროექტებით სწავლების ტრენინგი. პროექტების სწორი მსვლელობა და განხორციელება მნიშვნელოვანია მოსწავლეების აკადემიური ცოდნის ამაღლებაში. გაიზრდება მათი მოტივაცია და ჩართულობა სასწავლო პროცესებში. პროექტი ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნებისა  და 21-ე საუკუნის უნარების განვიტარებას. ავირჩიე საპროექტო თემა, ჩამოვაყალიბე შინაარსი. და ესგ-სთან თანხვედრაში დავწერე პროექტის მიზნები. სწორად ფორმულირებადი მიზნები დამეხმარება პროექტი წარვმართო წარმატებით და სამუშაო იყოს მიღწევადი. მოსწავლეების ზოგადი აზროვნებისა და მათი ფაქტობრივი ცოდნის შესამოწმებლად, ვიმსჯელეთ და შევიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. პროექტთან დაკავშირებული საკითხები თანდათან ხდება უფრო ნათელი და საინტერესო.